ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკები საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ გეგმავენ

0
2909

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ცენტრალურმა ბანკებმა საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვების შესახებ გავრცელებული ხმები უარყვეს.

სიდნეისში, ავსტრალიის ბიზნეს-ეკონომისტების გამართულ ფორუმზე ავსტრალიის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ტონი რიჩარდსმა განაცხადა, რომ ავსტრალიის მთავრობა მნიშვნელოვან ფინანსებს ხარჯავს კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის კვლევებში.

“ეს არ არის განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის, მაგრამ ეს არის ის, რაზეც მუდმივად ვმუშაობთ”,- აღნიშნა ტონი რიჩარდსმა ცენტრალური ბანკის მიერ კრიპტოვალუტის გამოშვების საკითხის შესახებ.

როგორც ცნობილია, ავსტრალიის 2018-19 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი დოლარი Blockchain-სთვის არის გამოყოფილი.

მედიაში ხმების გავრცელება თავად ტონი რიჩარდსის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. რიგ შემთხვევაში რიჩარდსი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიური განცხადებებით გამოირჩეოდა რიგ შემთხვევაში კი, პირიქით საკმაოდ კრიტიკული იყო.

“ბიტკოინის შექმინდან 9 წლის შემდეგ, მას კვლავაც აქვს ხარვეზები. ეს რისკები ცნობილია კრიპტოვალუტისა და ლეჯერ ტექნოლოგიების სფეროში, თუმცა ციფრული ტექნოლოგია და კრიპტოვალუტა მაინც განაგრძობს გადასახადების სისტემასა და ეკონომიკაში ოპერირებას”, -აღნიშნა ტონი რიჩარდსმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი