ორშაბათიდან მოყოლებული კრიპტოვალუტის ბაზარი კლებას განიცდის. ოთხშაბათს, 11 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.კლების ტენდენციას აგრძელებს ბიტკოინის კურსი. 9 ივლისს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი ძირითადად 6.300-დან 6.400 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.ამ ეტაპზე, ბიტკოინის ფასი 6.330 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ეს კი...
ლონდონის ეკონომიკის სკოლა კრიპტოვალუტის ინვესტიციების შესახებ ონლაინ კურსის დაწყებას გეგმავს. როგორც ცნობილია, კურსი 2018 წლის აგვისტოდან დაიწყება.სკოლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ახალი კურსი, "კრიპტოვალუტის ინვესტიცია და დისტრიბუცია" ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟებთან იქნება დაკავშირებული.კურსის დანერგვით უნივერსიტეტი გლობალური კერძო ორგანიზაციების, ინდივიდუალური ინვესტორების, ფინანსური ფირმების, მთავრობების...
ვებ-ბრაუზერი Opera ანდროიდისთვის სპეციალურ ვერსიას ქმნის, რომელშიც ჩატვირთული იქნება კრიპტოვალუტის საფულე.უნდა აღინიშნოს, რომ Opera უკვე შევიდა კრიპტოვალუტის სფეროში. იანვრის თვეში კი, ვებ-ბრაუზერმა და ანდროიდისთვის შექმნილმა ვერსიამაც კრიპტოვალუტის თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფა დააყენა.Opera-ს კრიპტოვალუტის საფულე ხელს შეუწყობს ეთერიუმის Web3 API-ს და ინტეგრირებული იქნება WebView-ში. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ...
სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟის, Coinbase-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვის მაჩვენებელი აშშ-ის ფინანსურ აპლიკაციებს შორის ყველაზე დაბალ დონეზეა.ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ მედია საშუალება Quartz-ი ავრცელებს.Quartz-ის ინფორმაციით, Coinbase- ის აპლიკაცია ივნისში ჩამოტვირთვების რეიტინგში 40-ე ადგილზე იყო.2017 წლის დეკემბერში Coinbase-ის აპლიკაცია აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი ფინანსური აპლიკაცია იყო. ეს მაშინ, როდესაც ბიტკოინის ფასი...
ევროკავშირის მეხუთე დირექტივა, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება ძალაში 9 ივლისს შევიდა. დირექტივის ფარგლებში ევროპის საფინანსო ორგანიზაციებისათვის ციფრული ვალუტის რეგულირებისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი ზომები მიიღეს.ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ახალი წესები ამოქმედდა უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის, ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც...
სამშაბათს, 10 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით, კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა, შემცირებამდე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირის მანძილზე, თითქმის, ყველა კრიპტოვალუტის ფასი სტაბილურად მზარდი იყო. ფასები მკვეთრად არ გაზრდილა, თუმცა აშკარად შეინიშნებოდა 7.000 დოლარის ზღვართან მიახლოება.რაც შეეხება კრიპტოვალუტების ფასების ცვლილებას:ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 6.417 დოლარზე ჩამოვიდა. ბოლო 24...
სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი ბანკების ციფრული ვალუტის საანგარიშო ბალანსმა 2017 წლის დეკემბრისთვის 1.79 მილიარდი დოლარი შეადგინა.ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა იტყობინება.ცენტრალური ბანკის ანგარიშში განხილულია საკითხი, როდესაც 1.79 მილიარდი დოლარი შედარებით დაბალი მაჩვენებელია, რადგან ეს არის ქვეყნის საბროკერო კომპანიების მიერ მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით, 8%....
ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისეთ კრიპტოვალუტას, როგორიც არის ბიტკოინი პოტენციალი აქვს, რომ ძირითადი გადახდის საშუალება გახდეს. ამ მოსაზრებას ის არგუმენტი ამყარებს, რომ ბიტკოინი ფულის სამი ძირითადი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.პროფესორ უილიამ ნოტენბელტისა და დოქტორ ზეინებ გურგაკის მიერ დაწერილი კვლევის მიხედვით, რომლის სახელწოდებაც არის "კრიპტოვალუტა: ნდობა და მიღებასთან დაკავშირებული...
კრიპტოვალუტის ბაზრისთვის კვირა არცთუ ისე კარგად დაიწყო. Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, ორშაბათს, 9 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარმა კვირა დღის მაჩვენებელთან შედარებით დაიკლო.თუ კვირას კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით, 280 მილიარდ დოლარამდე მერყეობდა ორშაბათს, ეს მაჩვენებელი 15 მილიარდით შემცირდა.რაც შეეხება უშუალოდ კრიპტოვალუტებს:ბიტკოინის კურსმა ბოლო 24 საათის...
შაბათს, 7 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარზე განსაკუთრებული ცვლილება არ დაფიქსირებულა.ბიტკოინის კურსი 6.635 დოლარის გარშემო მოძრაობდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის კურსი არც დაეცა და არც მოიმატა, წინა შაბთთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესებული მაჩვეენებლი ჰქონდა.დიდად არც ეთერიუმის კურსი შეცვლილა. კრიპტოვალუტა დაახლოებით, 467 დოლარი ღირდა. 24 საათის განმავლობაში ეთერიუმი 1%-ზე ნაკლებით...