პირველი Blockchain-ით აღჭურვილი სმარტფონი ბაზარზე მალე გამოჩნდება

0
1766

Finney მსოფლიოში პირველი Blockchain-ით აღჭურვილი სმარტფონი იქნება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მისი ყიდვა ჯერ მხოლოდ ბანგლადეშში შეიძლება.

ადგილობრივი გაზეთის, The Daily Star-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბანგლადეშის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა კომისიამ სმარტფონის ბანგლადეშის ბაზარზე გაყიდვა ბრძანა.

სმარტფონი, რომელიც უახლესი ციფრული ტექნოლოგიური მიღწევით იქნება აღჭურვილი ნამდვილად ინოვაციაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდია კრიპტო და Blockchain ტექნოლოგიების დანერგვა სმარტფონის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Huawei-ს ახალ სმარტფონები ბიტკოინის საფულის აპლიკაციით იქნებოდა აღჭურვილი.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ Huawei გეგმავდა სმარტფონის განვითარებას იმ კუთხით, რომ დეცენტრალიზებული პროგრამების მხარდაჭერისთვის ხელი შეეწყო.

რაც შეეხება სამსუნგს, ცნობილია, რომ კომპანია მიწოდების გლობალური ქსელისთვის Blockchain-ის შემუშავების პროცესშია. აღნიშნულ პროქტთან დაკავშირებით, Samsung SDS-მ, რომელიც არის სამსუნგის შვილობილი კომანია დაასკვნა, რომ Blockchain-ის გამოყენებით ხარჯები 20% -ით შემცირებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი