11 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1755

ორშაბათიდან მოყოლებული კრიპტოვალუტის ბაზარი კლებას განიცდის. ოთხშაბათს, 11 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.

კლების ტენდენციას აგრძელებს ბიტკოინის კურსი. 9 ივლისს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის კურსი ძირითადად 6.300-დან 6.400 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ამ ეტაპზე, ბიტკოინის ფასი 6.330 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინმა 0.8% დაკარგა.

ეთერიუმის ფასმაც განიცადა შემცირება. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტა 434 დოლარი ღირს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 0.75% -ით არის შემცირებული.

ძირითადი კრიპტოვალუტების ფასების კლების ტენდენციას ლაიტკოინიც უერთდება. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტა 77 დოლარი ღირს. შესაბამისად, 107 დოლარის ზღვარი კვლავ გადაულახავი რჩება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად, Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 252 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი