რუსეთის პოლიციამ დააკავა 30 წლის კრიპტოვალუტის მაინერი. სამართალდამცავების ცნობით, დაკავებული სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელიდან 494,000 დოლარზე მეტი ელექტროენერგიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.პოლიციამ ორი დღის წინ რუსეთში გამოამჟღავნა უკანონო კრიპტო მაინინგის სტრუქტურა, რომელიც 500-მდე პლატფორმას ადგილობრივ ელექტრომომარაგებასთან აკავშირებს.ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 30 წლის კრიპტოვალუტის მაინერმა სახელმწიფოს 34 მილიონ რუბლზე მეტის...
ოთხშაბათს, 10 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. დღის განმავლობაში ფასის მცირე რყევები შეიმჩნეოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ვალუტის უმეტესობამ კურსის გაუმჯობესება მოახერხა.10 ივნისს ბიტკოინის ფასმა მოიმატა და 9.870 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 1%-ით არის გაზრდილი.უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებში ბიტკოინის ფასის ნიშნული...
ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების, აკადემიური ინსტიტუტების, სტარტაპების და კვლევითი და განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.საქმე ციფრული ვალუტის არალეგალურად გამოყენების შემთხვევებს უკავშირდება.ამ ეტაპზე ჯგუფი დაახლოებით ათეულ პრობლემურ განცხადებას განიხილავს, რომელიც კრიპტოვალუტის უკანონო ოპერაციებში გამოყენებას ეხება.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა ZebPay–მ Blockchain-ის ანალიტიკური კომპანიის, Chainalysis–ის გუნდი დაიქირავა,...
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში კრიპტოვალუტის მოვაჭრეების დაახლოებით 4,000 საბანკო ანგარიში სამართალდამცავებმა გაყინეს.8BTC-ს ცნობით, პროვინცია გუანდგდონგში პოლიციამ ათასობით საბანკო ანგარიშები დროებით გაყინა. ანგარიშებზე წვდომის შეჩერება ნიშნავს, რომ გამოძიება დაწყებულია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშის მფლობელს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.სამართალდამცავი უწყების მხირდან ასეთი მკაცრი ზომების მიღება ციფრული...
განას რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილე აცხადებს, რომ ინსტიტუტი ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის იდეის ერთგული რჩება.დოქტორ მაქსველ ოფუკუ-აფარი ციფრულ ვალუტის მიმართ მიძღვნილ სემინარზე სიტყვით გამოვიდა. ბანკის წარმომადგენელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ამ გაზაფხულზე, ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ინდუსტრიის განვითარების მიზნით Fintech და ინოვაციების ოფისი დააფუძნა.ელექტრონული ფულადი გარიგების წახალისების ამ...
Yonhap-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეაში არსებული ზოგიერთი ბიზნესი მზად არიას ციფრული იუანის გადახდის მეთოდად მიღებაზე.სამხრეთ კორეის მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებს ახლო მომავლაში ციფრული იანის მიღება შეეძლება. ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია COVID-19 პანდემიის დროს.ახალი ამბების სააგენტო Yonhap- ის ცნობით, შიდა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად...
ორშაბათს, 8 ივნისს კრიპტოვალუტის ბაზრის ხანმოკლე შემცირების შემდეგ ციფრული ვალუტის ფასმა კვლავ მომატება დაიწყო. თუმცა დღის განმავლობაში ფასების მცირე რყევაც შეინიშნებოდა.ბიტკოინის კურსმა 9.700 დოლარის ზღვარი დასძლია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი კრიპტოვალუტის ფასმა მხოლოდ 0.35%-ით დაიკლო.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე ბიტკოინის წილი 64.8%-ს შეადგენს.რაც შეეხება ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე ადგილას...
COVID-19–ის პანდემიის ფონზე ციფრული ვალუტის არალეგალურად გამოყენების ფაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახშირდა.გამონაკლისი არც სინგაპური აღმოჩნდა.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის პირველ მეოთხედში სინგაპურის კრიპტო სექტორმა რამდენიმე ათასი თაღლითობის ფაქტი დააფიქსირა.სინგაპურში დაფიქსირებული თაღლითობის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრთან არის დაკავშირებული.ყალბი ვებ-საიტი ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ავრცელებდა, რომელიც...
კრიპტოვალუტის ანალიტიკური კომპანიის, Blockfyre-ის თანადამფუძნებელი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტების ფასები გაიზრდება.საიმონ დედიკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 150.000 დოლარამდე გაიზრდება. ეთერიუმისა და სხვა ალტკოინების ფასები კი მკვეთრად გაუმჯობესდება.Bloomberg–ის ერთ-ერთი ბოლო პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება. ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 2020 წლის ბოლომდე 20.000 დოლარია....
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, განაცხადა, რომ გადარიცხვებისთვის Blockchain ტექნოლოგიას იყენებს.ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Blockchain ტრანზაქციები სერვისის გაუმჯობესებისა და უსაფრთოხების მიზნით გამოიყენება.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე გადარიცხული თანხის ოდენობა ცნობილი არ არის.საუდის არაბეთში Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დაახლოებით...