ჩინეთში პოლიციამ კრიპტომოვაჭრეებს ანგარიშები გაუყინა

0
1192

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში კრიპტოვალუტის მოვაჭრეების დაახლოებით 4,000 საბანკო ანგარიში სამართალდამცავებმა გაყინეს.

8BTC-ს ცნობით, პროვინცია გუანდგდონგში პოლიციამ ათასობით საბანკო ანგარიშები დროებით გაყინა. ანგარიშებზე წვდომის შეჩერება ნიშნავს, რომ გამოძიება დაწყებულია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ანგარიშის მფლობელს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცავი უწყების მხირდან ასეთი მკაცრი ზომების მიღება ციფრული ვალუტის არალეგალურ საქმიანობაში გამოყენებას ეხება.

ჩინეთში ბოლო დროს კრიპტოვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრების შემთხვევებმა და არალეგალურმა მაინინგის ფაქტებმა მოიმატა.

რამდენიმე დღის წინ ჩინელმა სამართალდამცავებმა ბიტკოინის მაინინგის არალეგალური ოპერაცია აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედია საშუალების, Beijing News-ის ცნობით, სამართალდამცავებმა უკანონო მაინინგისთვის ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ დაკინგში ეჭვმიტანილები დააკავეს.

თავდაპირველად პოლიციას ადგილობრივმა ნავთობკომპანიამ მიმართა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დიდი რაოდენობის ელექტროენერგიას კარგავდნენ.

გამოძიების დაწყების შემდეგ კომპანიასთან ახლოს პოლიციელებმა მაინინგის ფერმა იპოვეს.

ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება, რომ ამ თვის დასაწყისში სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ბიტკოინის მაინინგის აპარატურა ჰელონგჯაინგის პროვინციაშიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი