სამხრეთ კორეაში არსებული ზოგიერთი ბიზნესი ციფრული იუანის გამოშვებას ელოდება

0
1219

Yonhap-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეაში არსებული ზოგიერთი ბიზნესი მზად არიას ციფრული იუანის გადახდის მეთოდად მიღებაზე.

სამხრეთ კორეის მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებს ახლო მომავლაში ციფრული იანის მიღება შეეძლება. ეს პირობა განსაკუთრებით ხელსაყრელია COVID-19 პანდემიის დროს.

ახალი ამბების სააგენტო Yonhap- ის ცნობით, შიდა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ საკუთარ აზრის ციფრულ იუნთან დაკავშირებით. თუკი კრიპტოვალუტა გადახდის სისტემაში ჩაეშვება ეს ფაქტი ჩინეთსა და სამხრეთ კორეის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, როგორც პანდემიის დროს ასევე მის შემდეგაც, პოზიტიურად აისახება.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სეულის ერთ-ერთ ოლქში, ზოგიერთ მაღაზია პროდუქციის საფასურს Alipay–ის გამოყენებით იღებს.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-სგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ზიანი მიაყენა ტურიზმის სფეროს. ამ ფაქტის გამო, სავაჭრო ობიექტებმა ციფრული იუანის საკითხის განხილვა დაიწყეს. ციფრული ვალუტა შესაძლოა, ოფიციალურად გამოშვებისთანავე სამხრეთ კორეაში გადახდის მეთოდათ დასახელდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი