Blockfyre-ის თანადამფუძნებელი: ბიტკოინის ფასი 150.000 დოლარს მიაღწევს

0
1346

კრიპტოვალუტის ანალიტიკური კომპანიის, Blockfyre-ის თანადამფუძნებელი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტების ფასები გაიზრდება.

საიმონ დედიკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 150.000 დოლარამდე გაიზრდება. ეთერიუმისა და სხვა ალტკოინების ფასები კი მკვეთრად გაუმჯობესდება.

Bloomberg–ის ერთ-ერთი ბოლო პოსტიდან ირკვევა, რომ კომპანია ბიტკოინის ფასის ზრდას ელოდება. ბიტკოინის მოსალოდნელი დონე 2020 წლის ბოლომდე 20.000 დოლარია. თუმცა როგორც პოსტშია აღნიშნული კრიპტოვალუტის კურსმა შესაძლოა, 28.000 დოლარის დონემდეც კი მოიმატოს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19-მა ბიტკოინის, როგორც ციფრული აქტივის სიძლიერე აჩვენა. გარდა ამისა, Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში საუბარია ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან ბიტკოინით დაინტერესების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი ადამ ბექი ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარამდე გაიზრდება.

ანალიტიკოსი ტიმოთი პეტერსონი კი აცხადებს, რომ აგვისტოს შემდეგ ბიტკოინის ფასი აღარ დაიკლებს.

მისი თქმით, შემოდგომაზე კრიპტოვალუტის კურსი 10.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს. თუმცა მანამდე, ზაფხულში მოსალოდნელია კურსის დაცემა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი