ჩრდილოეთ ამერიკის ჰეჯ-ფონდები კრიპტო-ცნობისმოყვარე ინვესტორების ავანგარდში იმყოფებიან. თუმცა მათ არც ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ფონდები ჩამორჩებიან. ხუთი წლის განმავლობაში ფონდები თავიანთი აქტივების 6.8%-ის ფლობას კრიპტოვალუტაში მოელიან.მსოფლიოში ჰეჯ-ფონდების 100 მთავარი ფინანსური ოფიცრის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სექტორი კრიპტოვალუტების ზემოქმედების მნიშვნელოვან ზრდას უახლოეს პერიოდში ელოდება.Intertrust-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად,...
ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრი, ვოპკე ჰოეკსტრა დარწმუნებულია, რომ ზედამხედველობა უფრო ეფექტურია, ვიდრე კრიპტოვალუტის აკრძალვა.ნიდერლანდებმა უნდა მოაწესრიგოს კრიპტოვალუტის ბაზარი იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეებს კრიპტოვალუტის სრულად გამოყენება აუკრძალოს.მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ციფრული ვალუტის მომსახურების მიმწოდებლების სათანადო წესებით უზრუნველყოფა, რათა შემცირდეს რისკები ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა ფულის გათეთრება.ვოპკე ჰოეკსტრამ ასევე აღნიშნა, რომ...
სამხრეთ კორეაში ბანკებისა და კრიპტო ბირჟებისთვის მარეგულირებლის ახალი წესები ამოქმედდა.ქვეყნის ფინანსური მომსახურების კომისიის მიერ გამოცხადებული ახალი რეგულაციები ქვეყანაში კრიპტოვალუტის 60–მდე არაავტორიზირებულ ბირჟაზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს.ბანკების ახალი პოლიტიკის თანახმად, ნებისმიერი კლიენტი, რომელსაც ციფრულ ვალუტასთან კავშირი ექნება, როგორც „მაღალი რისკის მქონე“, ისე უნდა შეფასდეს.Korea Times-ის თანახმად, ახალი წესები კრიპტოვალუტის...
ბოლო ორი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. ბაზრის ზრდა, რასაკვირველია, ბიტკოინის კურსზეც აისახა.დიდი ხნის შემდეგ, გუშინ, ბიტკოინზე ვაჭრობა პირველად დაიხურა 40.500 დოლარზე.14 ივნისს დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონე 40.978 დოლარს შეადგენდა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი 41.000 დოლარის ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა.ამჟამად, კრიპტოვალუტის...
ტანზანიის პრეზიდენტი ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს, რომ კრიპტოვალუტის მიღებისთვის მოემზადოს.ტანზანია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელიც ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების მიღებას აპირებს. ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მოუწოდა, რომ ციფრული ვალუტის შესწავლა დაიწყოს.პრეზიდენტმა განცხადებაში გლობალურ ფინანსებზე კრიპტოვალუტის მზარდ გავლენას ხაზი გაუსვა. მან ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ აფრიკის...
Stake Technologies-ი 10 მილიონი დოლარის ღირებულების DApp ეკოსისტემას Polkadot-სა და Kusama-სთვის გამოიყენებს.Stake Technologies-მა, დეცენტრალიზებული პროგრამებისა და Web 3.0 პროტოკოლების ინფრასტრუქტურის მომწოდებელმა, ცოტა ხნის წინ, გახსნილი სტრატეგიული საინვესტიციო ფონდის მეშვეობით 10 მილიონი დოლარი მოაგროვა, რათა დაეხმაროს Polkadot-სა და Kusama-ს ეკოსისტემების შექმნის საკითხში.საინვესტიციო რაუნდს კომპანია Fenbushi Capital-ი უძღვებოდა, ხოლო მონაწილეობას იღებდნენ...
ნიუ–იორკის შტატის ასამბლეაში კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი არ მიიღეს.კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ნიუ–იორკის მაინერებს სამი წლის განმავლობაში უნდა შეეჩერებინათ ოპერაციები კრიპტოვალუტის გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, შტატის საკანონმდებლო ორგანოში დამარცხადა.ნიუ-იორკის სენატმა კანონი ვერ მიიღო.აღნიშნული კანონი დემოკრატებმა განსახილველად გასული კვირის დასაწყისში წარმოადგინეს.კონექტიკუტში დაფუძნებული ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს ფილიალის თანახმად, ელექტრული...
ფულადი გზავნილების კომპანიები სალვადორში ბიტკოინით ტრანზაქციებს ერიდებიან.მიუხედავად სალვადორის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონისა, რომლის მიხედვითაც, ბიტკოინი სრულიად ლეგალური ვალუტა გახდა, ფინანსურ სექტორში მისი გამოყენებისაგან თავს მაინც იკავებენ.საუბარი ეხება კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი არიან საერთაშორისო თუ ადგილობრივი გზავნილებით. Autonomous Research fintech–ის ანალიტიკოსი, კენეტ სუუშოკი ამტკიცებს, რომ ფულადი გზავნილების კომპანიები სავარაუდოდ არ...
პარასკევს, 11 ივნისს ციფრული ვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასების დრამატული დაცემა არ დაიფიქსირებულა.ანალიტიკოსების თქმით, ბოლო ორი დღეა ბიტკოინი 36.000 დოლარის ნიშნულს მყარად ინარჩუნებს. ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელია, რომ ფასის მატების შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 40.000 დოლარი გახდეს. თუმცა, მანამდე, საჭიროა, რომ კრიპტოვალუტამ 38.000 დოლარის დონეს მიაღწიოს.ბიტკოინის ფასის...
ნიდერლანდების ეკონომიკისა და კლიმატის პოლიტიკის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის ბიუროს დირექტორმა, პიტერ ჰასეკამპმა გამოაქვეყნა ბლოგი სახელწოდებით "ნიდერლანდებმა ბიტკოინი უნდა აკრძალოს".პიტერ ჰასეკამპის მოსაზრების თანახმად, ნებისმიერ კრიპტოვალუტას არ შეუძლია ფულის სამი ფუნქციის შესრულება. ეს ფუნქციები კი მოიცავს: ანგარიშის ერთეულს, გადახდის საშუალებასა და ღირებულების შენახვას.მას ასევე აქვს სხვა არგუმენტები, რომელიც უსაფრთხოებასა...