ჩრდილოეთ ევროპის უმსხვილესმა ბანკმა Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა შექმნა

0
1691

ჩრდილოეთ ევროპის საბანკო დაწესებულება Nordea ფართოვდება. Nordea სულ მალე თავის კლიენტებს Blockchain-ზე დაფუძნებულ სავაჭრო პლატფორმას we.trade-ს შესთავაზებს. პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლებისთვის იქნება გათვლილი.

“საქმე იმაშია, რომ კლიენტების თითქმის 60% აცხადებს, რომ მათ წინასწარ გადახდა უწევთ. ეს კი უკავშირდება საზღვრისპირა ვაჭრობასთან დაკავშირებული დაუცველობას. ეს სამწუხაროა ფაქტია. ასეთ დროს სრულიად შესაძლებელია, რომ კომპანიებმა თავი შეიკავონ ვაჭრობისგან”,- განაცხადა Nordea-ს გლობალური ვაჭრობისა და კაპიტალის მენეჯმენტის ხელმძღვანელმა პატრიკ ზეკარმა.

პლატფორმა we.trade-ის საშუალებით კი, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს გარკვეული მოვლენების ფარგლებში “ჭკვიანი კონტრაქტით” გათვალისწინებული პირობები, რომელიც გაცილებით გაამარტივებს პროცედურებს.

We.trade არის 12 სხვადასხვა ბანკის ერთობლივი პროექტი, მათ შორის Deutsche Bank-ის, HSBC-ის, KBC-ის, Natixis-ის, Rabobank-ის, Santander-ის, Société Générale-ისა და UniCredit-ის. Nordea კი პროექტში 2017 წლიდან მონაწილეობს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის ივნისში We.trade-მა პირველი ოპერაცია განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ Nordea არის უმსხვილესი კერძო ბანკი ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში. 2016 წლის მდგომარეობით ბანკის საერთო კაპიტალი 32.4 მილიარდ ევროს აღემატებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი