ევროპული საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანო კრიპტო კომპანიებსაც გააკონტროლებს

0
865

ევროპულმა საბჭომ მიაღწია შეთანხმებას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს (AML) ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება უფლებამოსილება გააკონტროლოს კრიპტოვალუტების სერვისის გარკვეული პროვაიდერები.

საბჭომ განაცხადა, რომ წევრები თანახმანი არიან შემოსული წინადადების ძირითად ნაწილზე, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორგანოს, ანუ AMLA-ს შექმნის ითვალისწინებს.

მარეგულირებელი ორგანოს თანახმად, AML ორგანოს ექნება უფლება განახორციელოს ზედამხედველობა მაღალი რისკის მქონე და ტრანსსასაზღვრო ფინანსურ სუბიექტებზე, მათ შორის კრიპტოვალუტის კომპანიებზე – თუ ისინი სარისკოდ ჩაითვლებიან.

ევროპარლამენტის წევრმა ონდრეი კოვარიკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა დროებით პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს, სამთავრობო ორგანოს თანხების გადაცემის რეგულაციასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მიხედვით, შესაძლოა, კრიპტო სერვისებს პერსონალური ინფორმაციების შეგროვება დაევალოთ, რა დროსაც არ ექნება მნიშვნელობა გადარიცხვების სიდიდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი