ინდოეთის სარეზერვო ბანკი ციფრული რუპიის საპილოტე პროგრამას ნოემბერში დაიწყებს

0
777

ინდოეთის სარეზერვო ბანკი (RBI) ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას გეგმავს.

ეს პროცესი კი მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც თებერვალში ციფრული რუპიის გამოშვების შესახებ დაანონსდა. “ინდოეთის ცენტრალური ბანკი გამოუშვებს ციფრული რუპიის პილოტს საბითუმო სეგმენტისთვის”,- განაცხადა RBI-მ ოფიციალურ განცხადებაში.

პილოტში ჩაერთვება ცხრა ადგილობრივად მოქმედი ბანკი, მათ შორის უდიდესი ინდური ბანკი, ინდოეთის სახელმწიფო ბანკი.

Reuters-ის თანახმად, პილოტში შემავალი სხვა ბანკები ასევე იქნებიან: Bank of Baroda, Union Bank of India, HDFC Bank-ი, ICICI Bank-ი, Kotak Mahindra Bank-ი, Yes Bank-ი, IDFC First Bank-ი და HSBC-ი.

ინდოეთის CBDC პილოტის გამოყენების მთავარი მიზანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის ტრანზაქციების დარეგულირება იქნება.

მოსალოდნელია, რომ ციფრული რუპია უფრო მეტ ეფექტურობას შემატებს ბანკთაშორის ბაზარს ანგარიშსწორების ტრანზაქციის ხარჯების შემცირებით.

საბითუმო CBDC არის CBDC-ის ტიპი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ფინანსური ინსტიტუტების მიერ და მოიცავს ბანკთაშორის ტრანზაქციებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი