მეცნიერები განუწყვეტლივ ეძებენ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს და Blockchain-ი შესაძლოა, თავსატეხის დაკარგული ნაწილი აღმოჩნდეს.
“სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერების ფონდი”, შვეიცარიული ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა ბიოტექნოლოგიის დამფუძნებლების, კლინიკებისა და გრძელვადიანი კვლევითი ინსტიტუტების კონსორციუმის მიერ. ის მიზნად ისახავს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდზე მეტი დოლარის დახარჯვას, რომლითაც გაუმჯობესდება ის ტექნოლოგიები, რომელსაც, ვარაუდობენ, რომ სიცოცხლის გახანგრძლივებას 100 წელზე მეტ ხანს შეძლებს.
ფონდი ცდილობს დააფინანსოს კვლევები, ინსტიტუტები და პროექტები, რომლებიც იყენებენ Blockchain და სხვა თაობის ტექნოლოგიებს, რათა აღმოაჩინონ ახალი ჰორიზონტები ოთხ კრიტიკულად საჭირო სფეროში. კერძოდ კი: თერაპიაში, პერსონალურ მედიცინაში, ხელოვნურ ინტელექტსა და პროგნოზირებად დიაგნოსტიკაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთ პროექტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანონ ადამიანების ცხოვრებაში, თუნდაც ხუთი წლის ვადაში. ხანგრძლივობის თეორიული ცნებების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება არის ჯგუფის მთავარი მიზანი.
ფონდი მიზნად ისახავს მეცნიერული დასკვნებისა და ტექნოლოგიური მიღწევების გარდაქმნას კლინიკურ მკურნალობაში. ფონდის კონტრიბუტორები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ შემოწირულობების გაკეთება კრიპტოვალუტით, მიიღებენ ხმის უფლებას, რომელსაც პროექტების დაფინანსების დროს გამოიყენებენ.