CoinEx-ი ჩინეთში მუშაობას წყვეტს

0
975

CoinEx-ის კრიპტოვალუტის ბირჟა ოპერაციებს ჩინეთში წყვეტს, რათა დაიცვას ადგილობრივი რეგულაციები. კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი აპირებს სრულად გაათავისუფლოს მომხმარებლის ანგარიშები, რომლებიც დამოწმებულია როგორც ჩინეთის ტერიტორიაზე, ასევე მობილური ტელეფონის ნომერები, რომლებიც ჩინეთშია დარეგისტრირებული.

ბირჟამ სთხოვა ჩინეთში მცხოვრებ მომხმარებლებს თავიანთი კრიპტო აქტივები 2021 წლის 31 ოქტომბრამდე გაანაღდონ.

ამის შემდეგ, 30 სექტემბრიდან CoinEx-ი ანგარიშების გათიშვას გეგმავს. მიუხედავად CoinEx–ის “აგრესიული ზომებისა”, რომელიც მომხმარებელთა დაკარგვას გულისხმობს, ბირჟა მაინც მისცემს მომხმარებლებს საშუალებას, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ თანხა გაანაღდონ.

“ვადის გასვლის შემდეგ, ამ ანგარიშების ერთადერთი სერვისი იქნება გატანა, ანუ ფუნქციები, როგორიცაა ანაბარი და ვაჭრობა დაიხურება და მხოლოდ გატანის სერვისი იქნება მხარდაჭერილი, ” – განმარტებულია CoinEx-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა კრიპტო სივრცეს ახალი რეგულაციები დაუწესა.

ჩინეთის ათმა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელმა, მათ შორის სახალხო ბანკმა, ქვეყნის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ, შექმნეს საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ფინანსური მოთამაშეების მონაწილეობას კრიპტოვალუტის ნებისმიერ გარიგებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი