ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კველვა ჩაატარა. კვლევის მიზანი Blockchain-ის სისტემის სტანდარტების ჩამოყალიბება იყო. როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული სისტემის შემუშავება, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.
ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილება ელექტრონიკის სტანდარტიზაციის ინსტიტუტთან ერთად შექმნის კომიტეტს, რომელიც ხელს შეუწყობს Blockchain-სა და ე.წ. ლეჯერ ტექნოლოგიების გავრცელებას.
პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო Blockchain-ის სტანდარტიზაციის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ Blockchain-ის მიღწევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ორგანიზაცია გარკვეული სტანდარტების შემუშავებაზე მუშაობს.
ჩინეთმა ამ პროცესში პროგრესს მიაღწია თავისი სტატუსით, როგორც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა Blockchain და ე.წ. ლეჯერ ტექნოლოგიების გავრცელებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა აკრძალა პირველადი მონეტარული შეთავაზება, ასევე ადგილობრივი და უცხოური კრიპტოვალუტის ბირჟები დახურა, ამ ფაქტებს მთავრობისთვის ხელი არ შეუშლია Blockchain-ის განსავითარებლად. ამასთანავე, Blockchain-ი არის ტექნოლოგია, რომელიც კრიპტოვალუტის მიღმა დგას.
ჩინეთის ერთ-ერთმა მსხვილმა საცალო გაყიდვების კომპანია JD.com-მა თებერვალში Blockchain-ის startup-ი წამოიწყო. კომპანიამ ასევე, ხორცის ნაწარმის გაყიდვების დასაფიქსირებლად Blockchain-ი გამოყენება მარტის დასაწყისში დაიწყო.