საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის არაეფექტურობაზე საუბრობს

0
2253

ევროპული ბანკების გაერთიანებამ ე.წ. ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ეფექტურობას ცივი წყალი გადაასხა.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ეგიდით წარმოდგენილი ორი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში ცენტრალურ ბანკის საკუთარი ციფრული ვალუტის არასასურველი ეფექტის შესახებ აფრთხილებს.

ანაგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბანკებმა და ქვეყნის მთავრობებმა ფართომაშტაბიანი მონიტორინგი ციფრული ვალუტების გარშემო უნდა გააგრძელონ. განსაკუთრებული ყურადღება კი, ცენტრალიზებული კონტროლის გარეთ მყოფ ბიტკოინს ესაჭიროება.

“ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული ციფრული ვალუტის ნებისმიერი ნაბიჯი საფუძვლიანად უნდა იყოს გააზრებული. შემდგომი კვლევა საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ეფექტზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ზედამხედველობას ითვალისწინებს. ტარიფებისა და სხვა აქტივების ფასების გავლენა მეტწილადად უცნობია და ასევე იმსახურებს შემდგომ კვლევას”,- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები დასკვნის ნაწილის ცალკეულ კომენტარებში აცხადებენ, რომ დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, კონკრეტულად კი, ბიტკოინი უნაღდო ეკონომიკაზე პასუხს არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ მარშალის კუნძულები, კამბოჯა, თურქეთი, ირანი და რუსეთი ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნაზე საუბრობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი