Bitwise-ი ციფრულ ვალუტასა და Blockchain-თან დაკავშირებულ ახალ ფონდს ქმნის

0
1360

კრიპტოვალუტის ფონდის ერთ-ერთმა უდიდესმა მენეჯერმა, Bitwise-მა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში ახალი პროექტი შეიტანა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ Bitwise-ს სურს ახალი კრიპტო ინოვატორული ფონდის გახსნა.

ფონდის მენეჯერმა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიაში ფორმა N-1A შეიტანა, სადაც აღწერილია პროექტთან დაკავშირებული კომპანიის სამომავლო განზრახვა.

შემოთავაზებულმა პროექტმა თვალყური უნდა ადევნოს უკვე არსებულ Bitwise Crypto Innovators-ის ინდექსის მუშაობას. აღნიშნული ინდექსი ძირითადად შედგება კომპანიებისაგან, რომლებიც თავიანთი შემოსავლის 75%–ზე მეტს იღებენ კრიპტო სექტორიდან ან მათ აქვთ წმინდა აქტივების 75% –ზე მეტი, რომლებიც კრიპტოვალუტაშია განთავსებული.

დანარჩენ ნაწილში შედის მსხვილი კაპიტალის მქონე კომპანიები, რომლებსაც ციფრულ ვალუტაზე ორიენტირებული ბიზნეს გეგმები აქვთ.

პროექტის მიხედვით, კრიპტო ინოვატორებში შედის ციფრული სავაჭრო პლატფორმები და საფულეები: ფინანსური მომსახურების მომწოდებლები, რომლებიც კრიპტოვალუტებს ან Blockchain ტექნოლოგიებს იყენებენ, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ემსახურებიან კრიპტო სივრცეში ჩართულ კლიენტებს. პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ Blockchain ინფრასტრუქტურის მომსახურების მომწოდებლი კომპანიებიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი