CoinDCX-ი კრიპტოვალუტით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასწავლო პროგრამას ქმნის

0
1077

კრიპტოვალუტის ბირჟა CoinDCX-ი კრიპტოვალუტის ტრეიდერებისა და სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის სასწავლო კურსის ჩატარებას აპირებს.

პლატფორმა ონლაინ ტრენინგისა და Blockchain სერთიფიკატების კურსში ინტეგრირდება.

კურსი კრიპტოვალუტის ტრენინგისა და ექსპერტიზის ორ სპეციალურ პროგრამას ითვალისწინებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის ბირჟის მხრიდან ეს პირველი საგანმანათლებლო პროგრამა არ არის.

დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ CoinDCX-მა სასწავლო პლატფორმა შექმნა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნება.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, CoinDCX Learn-ი არის პლატფორმა, რომელიც სასწავლო კურსის მონაწილეებს სთავაზობს სპეციალურად ამ პროგრამისთვის შედგენილ სახელმძღვანელოებს, სტატიებსა და ლექციებს.

”ახალი წყაროების მოზიდვით შესაძლებელია, რომ კრიპტოვალუტით ყველამ შეძლოს სარგებლობა. ამასთანავე, იმისათვის, რომ ციფრული ვალუტით ინდოეთის მოქალაქეებმა სრული უპირატესობით ისარგებლონ ამისათვის საჭიროა განათლება. DCX Learn-ით გვინდა, რომ ციფრული ვალუტის სექტორის შესახებ ადამიანების ცნობიერება ავამაღლოთ”,-განაცხდა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სამიტ გაფთამ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი