Binance-ი Blockchain-ის ევროპულ ასოციაციას შეუერთდა

0
1809

“Blockchain for Europe” არის ასოციაცია, რომელიც Blockchain ინდუსტრიის დაბალანსებული რეგულირებისთვის მუშაობს.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ასოციაციას ციფრული ვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance-ი შეუერთდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, Binance-ი ასოციაციის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი გახდა.

დაახლოებით ორი კვრის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში დაფუძნებული Binance-ის ფილიალი დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ ჰაკათონს გამართავდა.

ჰაკათონი ქვეყანაში დეცენტრალიზებული ფინასური ტექნოლოგიების ინოვაციების დაჩქარებას ისახავდა მიზნად.

ოფიციალურ განცხადებაში კომპანიამ აღნიშნა, რომ ჰაკათონის საშუალებით ისინი აპირებდნენ “გადალახონ უფსკრული” ინდოეთში არსებულ Blockchain ტექნოლოგიასა და საზოგადოებას შორის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ინდოეთში კრიპტოვალუტის განვითარების კუთხით არცთუ პოზიტიური პერიოდია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის იურიდიულად აკრძალვა მოითხოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი