2 სექტემბერს ბიტკოინის ფასი შემცირდა

0
2064

2 სექტემბერს ბიტკოინის ფასმა დაიკლო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წინა დღეს ბიტკოინის კურსმა 12.000 დოლარის ნიშნული დასძლია.

დღეს კი კრიპტოვალუტის კურსი 12.000-დან 11.378 დოლარაზე დაეცა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი არასტაბილურად გამოიყურებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათია ბიტკოინის ფასის ნიშნული 5.30%-ით შემცირდა. ამასთანავე, ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელიც შემცირებულია და ის დაახლოებით 56.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ბიტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელს: დღის ბოლოს კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 210 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ანალიტიკოსები კვლავ ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ბარიერი 12.000 დოლარია. თუკი კრიპტოვალუტა ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს პირველ რიგში ეს დონე უნდა დასძლიოს.

შეგახსენებთ, რომ coinmarketcap-ის რიცხვების მიხედვით, 2 სექტემბერს მთლიანი ციფრული ვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 374.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი