სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი უნაღდო ანგარიშსწორების გეგმაზე მუშაობს

0
1862

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტასა და Blockchain-ს ბანკის პროექტის, “უნაღდო საზოგადოების”, ფარგლებში განიხილავს.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება TokenPost იუწყება.

TokenPost-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ბანკმა ოფიციალურად გამოაცხადა უნაღდო ანგარიშსწორების საპილოტე პროექტის შექმნა. ამის შესახებ ბანკმა “2017 გადახდის სისტემის ანგარიშში” აღნიშნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ უნაღდო ანგარიშსწორების სისტემაში ბანკმა დაიწყო Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლა.

ბანკმა ასევე დააფუძნა ორგანიზაცია, რომლის მიზანია ციფრული ვალუტის გავლენების შესწავლა.

ბანკის ახალი პროექტის ძირითადი მიზნებია მომხმარებებლისთვის მეტი ხელსაყრელი პირობების შექმნა და ფიზიკური ვალუტის წარმოების შემცირება.

KoreaTimes-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის მთავრობამ 2016 წელს ფიზიკური ფულის შეწყვეტა 2020 წლისათვის დაანონსა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოზიტიური ამბის გავრცელებამდე, სამხრეთ კორეის ფინანსური მარეგულირებელი ადგილობრივ ბანკებს ფულის გათეთრების ოპერაციებთან კავშირში ადანაშაულებდა. მარეგულირებელი მიიჩნევდა, რომ ბანკები ფულის გათეთრებისთვის კრიპტოვალუტას იყენებდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი