Binance-ი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ კომპანიის წარმომადგენელმა კლიენტების მონაცემები რუსეთის მთავრობას გადასცა

0
913

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი ეჭვქვეშ აყენებს მოხსენების სიზუსტეს, რომლის მიხედვითაც, მათი ერთ-ერთი რეგიონალური ოფისის ხელმძვანელი, პუტინის ხელისუფლებას კლიენტების პირადი მონაცემების გადაცემას დასთახმდა.

ეს კი პოტენციურადაა დაკავშირებული ანტიპუტინისტ და რუსეთის მთავარ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შემოწირულობებთან.

საუბარია Reuters-ის მიერ გასულ პარასკევს გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ Binance-ის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ოფისისები ხელმძღვანელი, გლებ კოსტარევი 2021 წლის აპრილში რუსეთის Rosfinmonitoring-ის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც თავის მხრივ ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან, FSB-თან, არის დაკავშირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კოსტარევი დათანხმდა სამთავრობო ორგანოს მოთხოვნას გადაეცა მათთვის მომხმარებელთა საიდენტიფიკაციო მონაცემები.

სავარაუდოდ სამათავრობო უწყება დაინტერესებულლი იყო ნავალნისათვის გადარიცხული ბიტკოინ შემოწირულობებით.

Binance-მა მიანიშნა, რომ აპირებს საჩივრის შეტანას ამ ცრუ ბრალდებასთან დაკავშირებით და რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და არაფერი აქვს საერთო ბიტკოინით ვაჭრობასთან, ან ზოგადად კომპანიის საქმიანობასთან.

ცალსახაა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მთლიან ბირჟას დიდი უარყოფითი პიარის ტალღას უმზადებს და მის იმიჯს დარტმის ქვეშ აყენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი