უორენ ბაფეტი კრიპტოვალუტის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს

0
816

მილიარდერმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა, ბიტკოინი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

91 წლის ბაფეტი, რომლის ქონება დაახლოებით 124 მილიარდი დოლარია, არის კრიპტოსკეპტიკოსი. მისი აზრით, ციფრული ვალუტა ღირებულებას არ წარმოადგენს.

თუმცა კრიპტო საზოგადოება მას ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ციფრულ ვალუტებს ადამიანებისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლიათ.

Berkshire Hathaway-ის აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე საუბრისას, უორენ ბაფეტმა კომენტარი კრიპტოვალუტის სექტორზე გააკეთა.

მისი თქმით, წარმოდგენა არ აქვს გაიზრდება თუ არა ბიტკოინის ღირებულება, რადგან ეს მისთვის უმნიშვნელო აქტივია.

უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ ის სიამოვნებით გამოწერს თუნდაც 25 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩეკს, რომელიც შეერთებული შტატების ფერმერებისათვის ან უძრავი ქონების სფეროს მიმართულებით იქნება გაგზავნილი, რადგან ორივე მათგანს სარგებლობა მოაქვს რეალური სამყაროსათვის.

თუმცა სამყაროში არსებული ბიტკოინის 100%-ში 25 დოლარსაც კი არ გადაიხდის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი