COVID-19-მა კანადის ბანკის სტაბილკოინის გამოშვების პროცესი შესაძლოა, დააჩქაროს

0
981

კანადის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთმა მოადგილემ, ტიმოთი ლეინმა განაცხდა, რომ ბანკი ფინანსურ მონაცემებს უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო ციფრული ვალუტა.

აღნიშნული განცხადება იყო იმის პასუხი, რომ კანადის ბანკი აქტიურად უწყობს ხელს ბანკის ციფრული ვალუტის ფორმირებას. სიტყვით გამოსვლისას, ტიმოთი ლეინმა აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ დააჩქარა ფულადი სახსრების გაციფრულების საჭიროება.

”პანდემიამ შეიძლება გადაწყვეტილების მიღების თარიღი გადმოწიოს და ციფრული ვალუტების საკითხზე პასუხები უფრო ადრე იქნეს მოთხოვნილი”,- აღნიშნა ტომოთი ლეინმა.

მიუხედავად, ამისა ის ცდილობდა სიფრთხილის გამოჩენას განცხადების გაკეთებისას, რადგან ნაწილობრივ ალბათ არ მიიჩნევდა, რომ ციფრული ვალუტის მიღების დაჩქარება ერთადერთი გამოსავლია შექმნილი კრიზისიდან.

ოქტომბერში, ტომოთი ლეინმა თქვა, რომ ცენტრალურმა ბანკებმა სტაბილკოინებს მხარი უნდა დაუჭირონ. ახლა კი მან ისიც დაამატა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკები შეიძლება უფრო სანდო იყვნენ, ვიდრე კერძო ციფრული ვალუტის მომწოდებლები სამომხმარებლო მონაცემების გამოყენების თვალსაზრისით.

“ცენტრალური ბანკი, რომელსაც არ გააჩნია მონაცემთა მოპოვების კომერციული მოტივაცია, არის ცალსახად დაინტერესებული პირადი უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფით. ბანკები ასევე მოახერხებენ დანაშაულებრივი გზებით ციფრულ ვალუტაში ჩარევის შესაძლებლობის აღკვეთასაც. კანადელთათვის კონფიდენციალურობა აშკარად მნიშვნელოვანია”,-აღნიშნა ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი