Binance-ი ინდოეთის კრიპტო ასოციაციის წევრი გახდა

0
1500

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Binance-ი ქვეყნის კრიპტო ასოციაციას შეურთდა. ასოციაციის მიზანია კრიპტო ინდუსტრიის განვითარება.

დღეიდან კრიპტობირჟა ინდოეთის ციფრული აქტივების ბირჟის კომიტეტის ინტერნეტისა და მობილური ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია.

ასოციაცია არის უმაღლესი ორგანო, რომელიც ქვეყანაში ციფრული კომპანიებს წარმოადგენს.

დაახლოებით ორი კვირის წინ Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა გლობალური ბიზნესი უნდა იყოს.

მედიასთან საუბრის დროს ჩენგპენგ ზაომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური აზროვნების არსებობა აუცილებელია, რადგან ციფრული ვალუტის ბირჟა თავისი არსით გლობალური მასშტაბის არის. მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ერთ კონკრეტულ რეგიონზე ფოკუსირებაა.

საინტერესოა, კრიპტოვალუტის ბირჟის დღევანდელი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ბირჟა ინდოეთის კრიპტო სექტორის განვითარებით დაინტერესებულია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ინდოეთში კრიპტოვალუტის განვითარების კუთხით არცთუ პოზიტიური პერიოდია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ კრიპტოვალუტის იურიდიულად აკრძალვა მოითხოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი