ანალიტიკოსები: ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჰაკერული კრიპტო შეტევები გაგრძელდება

0
752

ჩრდილოეთ კორეის მიერ მხარდაჭერილი კიბერშეტევები კრიპტოვალუტებსა და ტექნიკურ კომპანიებზე დროთა განმავლობაში უფრო დახვეწილი ხდება, რადგან ქვეყანა ებრძვის გახანგრძლივებულ ეკონომიკურ სანქციებს და რესურსების დეფიციტს.

CIA-ს ყოფილმა ანალიტიკოსმა, სო კიმმა, ამის შესახებ CNN-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ რეჟიმისთვის საზღვარგარეთული კრიპტო შემოსავლის გენერირების პროცესი ჩრდილოეთ კორეელებისთვის ცხოვრების წესად იქცა.

„რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე სულ უფრო და უფრო ნაკლები ქვეყანა რჩება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა სურს. ეს უბრალოდ იქნება ის, რის გამოყენებასაც ისინი გააგრძელებენ, რადგან არსებითად არავინ აკავებს მათ”,- განაცხადა სომ კიმმა.

მან ასევე დაამატა, რომ, სავარაუდოდ, ჩრდილო კორეელების მხრიდან კრიპტო შეტევა მხოლოდ “გაუმჯობესდება”.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს რაიონულმა სასამართლომ ორ მოქალაქეს ჩრდილოეთ კორეის დახმარებისთვის ბრალი წაუყენა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი