ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კრიპტო ჰაბს ქმნის

0
714

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR) ბიტკოინის ლეგალურ გადასახადად დამტკიცებიდან მალევე, ადგილობრივი მთავრობა გადადის ციფრული ვალუტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

CAR-ის პრეზიდენტმა, ფაუსტინ-არჩანჯ ტუადერამ, Twitter-ზე ქვეყნის პირველი მთავარი კრიპტო ინიციატივის დაწყება დაანონსა.

CAR-ის კრიპტო ჰაბს Sango ერქმება.

აღსანიშნავია, რომ Sango პლატფორმა პოზიციონირებულია, როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პირველი კრიპტო ინიციატივა.

ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია, რომ Sango-ს ინიცირებულია ეროვნული ასამბლეის მიერ და მას მხარს უჭერს რესპუბლიკის მთავრობა და პრეზიდენტი.

„აფრიკის შუაგულში პირველი ლეგალური კრიპტო ჰაბის მშენებლობა გააუმჯობესებს კრიპტო გამოცდილებას ბიტკოინის მიღების შემდეგ დონეზე აყვანით, რაც პოტენციურად მოიტანს ყველაზე არატრადიციულ სივრცეს მსოფლიოში“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ფაუსტინ-არჩანჯ ტუადერამ აღნიშნა, რომ ბიტკოინის მიღება წარმოუდგენელ შესაძლებლობებს იძლევა ქვეყნის განვითარებისა და ტრანსფორმაციისთვის.

„კრიპტო ჰაბი, ბიტკოინი, ციფრული ვალუტა არის ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს შექმნიან. Sango-ს შეუძლია შექმნას ახალი ეკონომიკური ეპოქა უზარმაზარი პოტენციალით, რომელიც არც აფრიკას და არც დანარჩენ მსოფლიოს არ წარმოუდგენია”,- განაცხადა ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დიდი სურვილია Sango-ს პლატფორმა ყველასთავის ხელმისაწვდომი იყოს. შეიქმნას საერთაშორისო შემთხვევა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება კრიპტოვალუტა ქვეყნის ეკონომიკური მუშაობის ვექტორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი