Binance-ი ისევ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

0
838

გლობალური კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი კვლავ ყურადღების ცენტრშია.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად აკრძალვებისა და სანქცების მთელი რიგისა, ბირჟა ირანელი კლიენტების მომსახურებას მაინც აგრძელებს.

Reuters-ის თანახმად, ქვეყნის შიგნით მყოფმა პირებმა განაგრძეს Binance-ზე ვაჭრობა მას შემდეგ, რაც თავად კომპანიამ ირანი იურისდიქციების შავ სიაში გადაიტანა.

ირანელების მიერ ბირჟის გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ კაპიტალის კონტროლს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეკონომიკური სანქციები 2018 წელს გამკაცრდა.

თავად Binance-ი ოპერირებს კაიმანის კუნძულებზე და არ ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ბიზნესის კეთებას ირანში ან სხვა ნებისმიერ სანქცირებულ ქვეყანაში უკრძალავს.

თუმცა, Binance-ის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ფილიალი – Binance.US, ახორციელებს ისეთ სამუშაოებს, რომლებიც შესაძლოა, მეორადი სანქციების წინაშე აღმოჩნდეს. მიზეზი კი სანქცირებულ სახელმწიფოში ბიზნესის წარმოებისთვის და ირანელებისთვის სავაჭრო ემბარგოების გვერდის ავლით ოპერაციების განხორციელებაა.

აღსანიშნავია, რომ Binance-ის პლატფორმაზე რეგისტრაციის გამარტივების პროცედურამ გამოიწვია მომხმარებლების მსოფლიო მასშტაბით გაზრდა, რა დროსაც ვერ ხერხდება კონტროლი ვერც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის და ვერც ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებებიდან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი