დიდი ბრიტანეთი ინტერნეტში გავრცელებული კრიპტო თაღლითური რეკლამების ამომცნობ პროგრამას ქმნის

0
1262

დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტებისა და ინტერნეტ რეკლამირების ასოციაცია ახალ სისტემას ქმნის, რათა ონლაინ თაღლითური რეკლამების გავრცელების საფრთხე მაქსიმალურად შემცირდეს.

Telegraph-ის თანახმად, სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს თაღლითური რეკლამა გამოამჟღავნოს.

სისტემის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია კრიპტოვალუტების გამოყენებით თაღლითურ საქმიანობას უკავშირდება.

დიდი ბრიტანეთის ფინანსური მარეგულირების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ციფრული ვალუტის თაღლითური გამოყენებით საერთო ჯამში 197 მილიონი ფუნტი იქნა არაკანონიერი გზებით მითვისებული.

“თაღლითობის შეტყობინებების სისტემა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ უკანონო საქმიანობის გამოვლენასა და შეჩერებაში”,-აღნიშნა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გეი პარკერმა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ Google-ი და Facebook-ი თავის პლატფორმებზე სისტემას ფუნქციონირების საშუალებას მისცემენ.

ინტერაქტიული სარეკლამო ბიუროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ მიუმ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტში სისტემა თაღლითური რეკლამირების მთლიანად აღმოფხვრას ვერ შეძლებს, სამაგიეროდ ის ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ რეგულირებას.

”ეს ინიციატივა თაღლითობის შემცველ რეკლამებს გამოამჟღავნებს და ამით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ონლაინ ეკოსისტემის გაუმჯობესებაში, როგორც რეკლამირებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის”,-აღნიშნა ჯონ მიუმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი