აპლიკაცია – Alkemi Earn-ი, ტექნიკის საფულე Ledger’s Discover-ის ქსელს დაემატა, რითაც ის ხელმისაწვდომი გახდა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სესხების და სერვისების 1,5 მილიონი აქტიური მომხმარებლისთვის.
განცხადების თანახმად, Ledger Live-ის მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ მიიღონ სარგებელი თავიანთ აქტივებზე Alkemi Earn-ის ინტეგრაციით.
Ledger-ის პროექტის მიზანია მიაწოდოს მომხმარებლებს ციფრული ვალუტები მესამე მხარის გარეშე.
„Alkemi-სთან ერთად ლეჯერის მომხმარებლებს ექნებათ მეტი გზა, რათა გაზარდონ თავიანთი აქტივები და ისარგებლონ კრიპტოვალუტის ყველა უპირატესობით ცენტრალიზების გარეშე“, – განაცხადა JF Rochet-მა, Ledger-ის საერთაშორისო განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა.
2021 წლის თებერვალში კომპანიამ DeFi ღია კოდის პროტოკოლით, WalletConnect-ით, წამოიწყო, რომელიც მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე წვდომას უზრუნველყოფდა.
Alkemi Earn-ი არის სესხის გაცემის პროტოკოლი, რომელიც დაწესებულებებს და საცალო მსესხებლებს გვერდიგვერდ თანაარსების საშუალებას აძლევს.