Blockchain კომპანია NFT-ის სისტემაში მუშაობას იწყებს

0
933

Blockchain-ის ანალიტიკურმა კომპანია Flipside Crypto-მ ონლაინ პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები (SDK) სახელწოდებით ShroomDK გამოუშვა.

პროგრამა დაფუძნებულია NFT-ზე და უზრუნველყოფს Blockchain-ის ყოვლისმომცველი მონაცემების პროგრამული საშუალებით ავტომატიზირებულ ამოღებას.

კომპანიის თქმით, NFT-ზე დაფუძნებული SDK-ის გაყიდვა ან განახლება უფრო მარტივად ხდება.

თანადამფუძნებელმა ჯიმ მაიერსმა განაცხადა, რომ Blockchain მონაცემების მოთხოვნის შესაძლებლობა მრავალი ჯაჭვიდან ავტომატიზებული (პროგრამული) ფორმით არის შესაძლებელი.

Blockchain დეველოპერებისა და ანალიტიკოსებისთვის დაკარგული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პროგრამული უზრუნველყოფით გახდა ხელმისაწვდომი.

SDK ზოგადად ეხება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ხელსაწყოების კომპლექტს, რომელიც გამოიყენება აპლიკაციების შესაქმნელად კონკრეტული მოწყობილობებისთვის ან ოპერაციული სისტემებისთვის.

ტოკენიზებული SaaS SDK-ები, რომელიც წარმოებული იქნება Flipside Crypto-სგან მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაყიდონ შეძენილი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ნაკრები, მას შემდეგ რაც დაასრულებენ მას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი