სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეა კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობს

0
1024

სამხრეთ კორეის კრიპტო საზოგადოება მალე შესაძლოა, მკაცრი მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდება. საქმე კრიპტოვალუტის ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ეხება.

ქვეყნის ეროვნული ასამბლეა მსჯელობს ახალ წესდებაზე, რომელიც მოითხოვს რეგულაციას: “იცნობდე გამგზავნს“.

შემოთავაზებული KTS წესის წინააღმდეგ არგუმენტები განხილული იყო სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კანონმდებლებმა და დარგის ექსპერტებმა უარი თქვეს შემოთავაზებულ კანონმდებლობაზე.

თუ აღნიშნული კანონი მიღებული იქნება, KTS წესი განსაზღვრავს იმას, რომ ბიზნესი, რომელიც ნებისმიერ კრიპტოვალუტას იღებს, უნდა გადაამოწმოს და შეატყობინოს ემიტენტის სახელი და მათი მდებარეობა, შესაბამის ორგანოს.

ბიზნეს ტრანზაქციების შემთხვევაში, ასევე უნდა იყოს მოხსენებული ემიტენტის იურიდიული სტატუსი და დასაქმებულთა რაოდენობა.

ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, ჩოი ჰვა-ინმა განაცხადა, რომ წინადადების მიღების შემთხვევაში ადგილობრივი Blockchain ინდუსტრია შესაძლოა, მკაცრად შეზღუდული გახდეს.

მოგვიანებით ადვოკატმა იუნ ჯონგ-სუმ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა, რაც უფრო პოპულარული და ფართოდ გავრცელებული ხდება, უფრო რთული იქნება იმის ვარაუდი, რომ გამგზავნი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მოახდენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი