საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი: სტაბილკოინის განვითარება ახალ დონეზე გადავიდა

0
1381

“ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის საკითხი ახალ დონეზე გადადის, რადგან მთელ მსოფლიოში ერები ცდილობენ გამოიყენონ Blockchain ტექნოლოგია”,- ნათქვამია საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ახალ ანგარიშში.

BIS-ის სტაბილკოინის განვითარების ბოლო კვლევაში ნათქვამია, რომ ცენტრალური ბანკები, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს წარმოადგენენ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში აპირებენ დანერგონ ზოგადი დანიშნულების სტაბილკოინები.

23-გვერდიან დოკუმენტი ემყარება პირველადი კონსულტაციებს 60–ზე მეტ მონეტარულ ორგანოსთან. ფინანსურ ინსტიტუტებთან კონსულტაცია 2020 წლის ბოლოს ჩატარდა.

გამოკითხვის თანახმად, გლობალური ცენტრალური ბანკების 86% აქტიურად იკვლევდა სტაბილკოინს. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა, სავარაუდოდ, ციფრულ ვალუტას უახლოეს მომავალში არ გამოუშვებს. ცენტრალური ბანკების დაახლოებით 60% ექსპერიმენტებს ატარებს ციფრულ ვალუტებზე, ხოლო 14% საპილოტე პროგრამების შექმნით არის დაკავებული.

”მთელს მსოფლიოში სტაბილკოინებისადმი ინტერესი კვლავ იზრდება და ადგილობრივი ბანკების ჩართულობა განვითარების პროექტებში ხელს უწყობს შორეული პერსპექტივების უფრო მალე შესრულებას.“- აღნიშნეს კვლევის ავტორებმა.

შეგახსენებთ რომ, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა ერთ–ერთი ის ფულადი ორგანოა, რომელიც სტაბილკოინს აქტიურად იკვლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი