ესპანეთში ციფრული ვალუტის აპარატების რიცხვი არცთუ მცირეა

0
1085

ეპანეთში ციფრული ვალუტის ადაპტაციის პროცესი 2021 წელსაც გრძელდება.

რაც შეეხება ბიტკოინის აპარატებს: მსოფლიო მასშტაბით შექმნილ ათეულს შორის ესპანეთი მოწინავე ადგილს იკავებს. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ქვეყანაში 119 ბიტკოინის ბანკომატია განთავსებული.

ტრადიციულ ბაზრებზე კოლაფსი ინვესტორებს აიძულებთ მოახდინონ ინვესტიციების სხვა ფორმით დაბანდება. მიმდინარე მოვლენების ფონზე ეს კი შეიძლება გამოიხატოს კრიპტოვალუტაში ინვესტიციით.

”2020 წელი უდავოდ დაგვამახსოვრდება, ძირითადად COVID-19–ის პანდემიის გამო. აღსანიშნავია რომ, პანდემიამ ყველა სექტორსა და ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინა. საფონდო ბირჟები შეფერხებულად მუშაობს და საბაზრო მექანიზმები მეტ-ნაკლებად შეიცვალა. ოქროს ტრადიციულად სტაბილური ფასიც კი მკვეთრად დაეცა”,- აღნიშნა Coinmotion-ის ეპანეთში დაფუძნებული ფილიალის მმართველმა, რაულ ლოპესმა.

შეგახსენებთ რომ, იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მცდელობამ, შეიტანოს ცვლილებები ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტაში წინსვლა განიცადა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკმა დაიწყო ბანკომატის საპილოტე პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გადაცვალონ ფულადი სახსრები და დანაზოგი ციფრულ იუანში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი