50 Cent-ი პირველი რეპერია, რომელმაც ალბომის გაყიდვა ბიტკოინით დაიწყო

0
3427

კურტის ჯექსონი, იგივე 50 Cent-ი 4 წლის უკან კრიპტოვალუტებით, განსაკუთრებით კი, ბიტკოინით დაინტერესდა.

50 Cent გახდა პირველი რეპერი, რომელმაც გადახდის საშუალებად ბიტკოინის მიღება დაიწყო. ბიტკოინით შესაძლებელი იყო რეპერის მეხუთე ალბომის “ცხოველების ამბიციის” შეძენა, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. 2014 წელს ალბომის ღირებულებას 5.50 დოლარი ანუ 0.0088 ბიტკოინი შეადგენდა. ბიტკოინით ალბომის ყიდვის იდეამ რეპერი “ფინანსურ გენიოსად” აქცია. კურტის ჯექსონმა “ცხოველთა ამბიციის” გაყიდვით 700 ბიტკოინი დააგროვა.

როგორც 50 Cent-მა განაცხადა, თავისი ბიტკოინები 2018 წლამდე არ გაუყიდია.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან მოყოლებული ბიტკოინის ფასი იზრდებოდა. ბიტკოინის მიმდინარე კურსი, დაახლოებით, 11 000 დოლარია. შესაბამისად, რეპერის “ბიტკოინის ქონება” (700 ბიტკოინი) 7 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი