FTX-მა შესაძლოა, Celsius-ი გადაარჩინოს

0
814

კრიპტოვალუტის ბირჟა FTX, რომელსაც ხელმძღვანელობს კრიპტო მილიარდერი სემ ბანკმენ-ფრიდი (SBF), გავრცელებული ინფორმაციით, განიხილავს Celsius ქსელის გადარჩენას გაკოტრებული კრედიტორის აქტივებზე ტენდერის გამოცხადების გზით.

აღნიშნული განცხადება გავრცელდა იმავე დღეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ Celsius-ის აღმასრუებელი დირექტორი, ალექს მაშინსკი, გადადგა.

„ვწუხვარ, რომ ჩემი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის როლი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე კომპანიის საქმიაონობა და ძალიან ვწუხვარ იმ რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, რომელსაც ჩვენი საზოგადოების წევრები აწყდებიან“, – განაცხადა მაშინსკიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების ახსნისას.

FTX-ის მიერ Celsius-ის აქტივების შეძენა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ბირჟის განზრახვას, გადაარჩინოს სესხის გამცემი ფირმა, ისევე როგორც თავის დროზე FTX US-მა გააკეთა მსგავსი რამ Voyager-ისთვის, რა დროსაც დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი დაუკმაყოფილა კომპანიას.

გავრცელებული ინფორმაციით, FTX აწარმოებს მოლაპარაკებებს ინვესტორებთან 1 მილიარდი დოლარის მოზიდვის მიზნით, რაც ნიშნავს, რომ კრიპტო ბირჟას თავისი მიმდინარე საბაზრო ღირებულება, 32 მილიარდი, შეუნარჩუნდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი