ჩინეთი სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაში Blockchain-ს გამოიყენებს

0
1023

პეკინის სტრატეგიული ხედვაა სოციალური დახმარების სისტემის რეფორმაში Blockchain ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს.

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ Blockchain-ი დაასახელა, როგორც ძირითადი ინსტრუმენტი ქვეყნის მასშტაბით სოციალური სერვისების ინოვაციისთვის.

25 აგვისტოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა ოფისმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რეგიონალურ განყოფილებებს ხელმძღვანელობს ჩინეთის სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირებისა და გაუმჯობესების შესახებ.

დოკუმენტი აშკარად ასახავს ხალხზე ორიენტირებულ მიდგომას, ძირითადი სოციალური დაცვისა და მომსახურებების უზრუნველყოფას, საგანგებო სიტუაციებში დახმარებასა და რესურსების სწორ განაწილებას.

აღსანიშნავია, რომ Covid-19-ის მიუხედავად, ჩინეთში Blockchain კომპანიების რიცხვი გაზრდილია.

Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტო მონაცემების პლატფორმა LongHash–მა “ტვიტერზე” დაწერა, რომ ჩინეთის Blockchain სექტორი მიუხედავად პანდემიისა, არსებითად გაზრდილია.

კომპანიის განცხადების მიხედვით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით 10.000-ზე მეტმა Blockchain კომპანიამ მუშაობა დაიწყო.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთში Blockchain-თან დაკავშირებული კომპანიების ამჟამინდელი რაოდენობა 2017-2018 წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა.

მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულია 84,410 კომპანია და აქედან 29,340 ოფიციალურად ფუნქციონირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი