Postmates-ის დამფუძნებელი ბასტიან ლემანი კრიპტო სტარტაპს ქმნის

0
724

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების FinanceFWD-ის ცნობით, გერმანელი მეწარმე ბასტიან ლემანი კრიპტო ინდუსტრიაში გადადის ახალი სტარტაპის TipTop Labs-ის შექმნით.

დეტალები მედიისათვის ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ გამხდარა, თუმცა კომპანიის ვებგვერდზე წერია, რომ ფირმას მომხმარებელების ფინანსური გადაწყვეტილებები განვითარებად ქსელში გადააქვს.

ასევე კომპანიის ოფიციალური ვებგვერდით ცნობილი ხდება, რომ TipTop Labs-ი Blockchain ინჟინერს ქირაობს, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა პროტოკოლის კომპონენტების შექმნას გულისხმობს, რომლებიც Blockchain-ის სხვადასხვა სისტემებში ინტეგრირდება. ასევე დაქირავებული ინჟენერის მოვალება ძირითადი პროტოკოლების, ტოკენების დიზაინსა და Blockchain არქიტექტურაში წამყვანი პოზიციის დაკავება იქნება.

კომპანიის Linkedin-ის პროფილს თუ დავუჯერებთ, კომპანია თებერვალში დარეგისტრირდა დელავერის შტატში და მისი დამფუძნებელი ბასტიან ლემანია.

ლემანმა დააარსა საკვების მიწოდების გიგანტი Postmates 2011 წელს, რომელიც 2020 წლის დეკემბერში Uber-მა 2,65 მილიარდ დოლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ კვების ინდუსტრიაში Blockchain ტექნოლოგიებით დაინტერესება სულ უფრო ხშირი გახდა.

მაგალითად, ქალაქი ლივერპული დაინტერესდა Blockchain-ზე მომუშავე საკვების მიწოდების პლატფორმით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი