ოთხშაბათს, 2 მაისს კრიპროვალუტის ბაზარი, წინა დღესთან შედარებით, გაიზარდა. თითქმის, ყველა მონეტამ მოახერხა კურსის გაზრდა.
ბიტკოინი 9.000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა. ამჟამად, 9.142 დოლარი ღირს, ხოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 2% შეძლო გაზრდა.
ეთერიუმი 24 საათის განმავლობაში, თითქმის, 4%-ით გაიზარდა და ფასმა 675 დოლარამდე მიაღწია. მას შემდეგ, რაც გუშინ კრიპტოვალუტის კურსმა დაიწია ეთერიუმი 637 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ამასობაში, Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინ Cash-მა 12%-ით მოიმატა 24 საათის განმავლობაში.
რაც შეეხება IOTA-ს: Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, IOTA პირველ ათეულში პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში IOTA 16%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, ასევე IOTA Foundation-ის წინააღმდეგ განხორციელებული მრავალი ონლაინ შეურაცხყოფის ბრალდება და ლონდონის კოლეჯის უნივერსიტეტის გადაწყვეტილება, რომ IOTA-სთან გაწყვიტოს კავშირი, IOTA-ს ფასის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.