18 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2136

ოთხშაბათს, 18 ივლისს Coinmarketcap-ის მონაცემებით, 100-დან 98 კრიპტოვალუტის კურსი 24 საათის განმავლობაში მკვეთრად იყო მომატებული.

ბიტკოინის ფასმა რამდენიმე დღეში 1000 დოლარით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ გუშინ კრიპტოვალუტის ფასი 7.400 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს ნიშნავს, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა დაახლოებით 10%-ით მოიმატა.

ეთერიუმის კურსი აგრძელებს ზრდის ტენდენციას. კრიპტოვალუტა ნელ-ნელა ცდილობს, რომ 500 დოლარის ნიშნულს მაქსიმალურად მიუახლოვდეს. 500 დოლართან ყველაზე ახლოს 492 დოლარზე აიწია ფასმა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ეთერიუმმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 4.5%-ით გაიუმჯობესა კურსის მაჩვენებელი.

11 ივნისს, როდესაც ბიტკოინის კურსი 7.000 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა შესაბამისად, ბაზრის კაპიტალიზაციამაც დაიკლო. დღეების განმავლობაში 296 მილიარდი დოლარის მაჩვენებელი თანდათან კლებულობდა.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, რომელიც 18 ივლისს დაფიქსირდა, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიაცია 288 მილიარდზე მეტს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი