Binance-ი უკრაინულ სუპერმარკეტების ქსელთან თანამშრომლობს

0
989

Binance-ი უკრაინულ სუპერმარკეტების ქსელთან კრიპტოვალუტის მისაღებად Pay Wallet-ის მეშვეობით თანამშრომლობს.

Binance-მა განაცხადა, რომ თანამშრომლობს უკრაინულ სუპერმარკეტების ქსელ VARUS-თან.

ბირჟის განცხადების თანახმად, ამიერიდან მომხმარებლებს საშუალება ექნებათ Binance Pay ვირტულური საფულის საშუალებით გადაიხადონ აღნიშნულ ქსელში.

ეს სასურსათო მაღაზია ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა უკრაინაში, რომელსაც უკრაინის 28 ქალაქში 111 ფილიალი აქვს.

კომპანიამ განაცხადა, რომ ეს პარტნიორობა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მიიღონ კრიპტოვალუტის მყისიერი გადახდები და სწრაფი მიწოდება უკრაინის 9 ქალაქში.

საწყის ეტაპზე კომპანიას გააჩნია საპრიზო შეთავაზებები და გარკვეული ოდენობით ვაჭრობის შემთხვევაში მომხმარებლები თანხის ნაწილს უკან დაიბრუნებენ.

ერთი თვის წინ, უკრაინულმა POS და კრიპტო გადახდების კომპანიამ, სახელად Whitepay, გამოუშვა ახალი პროგრამა, რომელიც უკრაინელებს საშუალებას აძლევდა ეყიდათ ელექტრონიკა და სხვა პროდუქტები კრიპტოვალუტით.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეთერიუმის დამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა ერთ-ერთ სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, შემდეგი Web3 ჰაბი გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი