კრიპტოვალუტის კომპანია 100x-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

0
3280

Bitmex-ის შვილობილ კომპანიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.

100x–მა განაცხადა, რომ გერმანიის საფონდო ბირჟის Borse Stuttgart GmbH–ის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ჰოპტნერი აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დაიკავებს 2021 წლის იანვრიდან.

ალექსანდრე ჰოპტნერი ასევე შეუერთდება 100x–ის დირექტორთა საბჭოს და ანგარიშს გაუწევს უშუალოდ ჯგუფის თავმჯდომარეს.

”მე ვამაყობ 100x ჯგუფში გაწევრიანებით, რადგან მე ვიზიარებ მისი დამფუძნებლებისა და თანამშრომლების გლობალურ ამბიციას კრიპტოვალუტის ტექნოლოგიის ეკოსისტემის შესაქმნელად, რაც ცხოვრებას გააუმჯობესებს. ამ ინდუსტრიის მომავალი უფრო მეტად ეკუთვნის მათ, ვინც უზრუნველყოფს რეგულირებად სავაჭრო გარემოს, რომელიც ინოვაციური, ლიკვიდური და სამართლიანია ინსტიტუციური და საცალო ინვესტორებისთვის”,-აღნიშნა ალექსანდრე ჰოპტნერმა.

კომპანიამ აღნიშნული საკადრო ცვლილებები მიმდინარე სასამართლოს ფონზე, შეიძლება ითქვას იძულებით მოახდინა, რადგან აშშ–ს იუსტიციის დეპარტამენტისა და საქონლის ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ BitMEX– ის დამფუძნებლებს ართურ ჰეისს, ბენ დელოს, სამუელ რიდსა და გრეგორი დუერს, წაუყენა ბრალი აშშ –ს ფულის გათეთრების კანონების დარღვევაში და ამერიკელი მომხმარებლებისთვის არალეგალური წარმოებული პროდუქტების შეთავაზებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი