ჰონდურასს ბიტკოინის პირველი ბანკომატი ექნება

0
943

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, TGU Consulting Group-მა, კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში ქვეყნის პირველი ბიტკოინის ბანკომატი დაამონტაჟა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხუან მაიენმა დედაქალაქის ერთ–ერთ საოფისე შენობაში ბიტკოინის ბანკომატის დაყენების საკითხი დააყენა.

“La bitcoinera” ბიტკოინის აპარატი კრიპტოვალუტის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ბიტკოინი და ეთერიუმი ადგილობრივი ვალუტის გამოყენებით.

შესყიდვა კი მხოლოდ იმ პირობით განხორციელდება, თუკი მომხმარებელი პირად ნომერს გაამჟღავნებს.

ხუან მაიენმა აღნიშნა, რომ ეს იყო ჰონდურასში ბიტკოინის შეძენის პირველი ავტომატური გზა.

ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში კრიპტოვალუტის მიმართ საზოგადოებაში არცთუ პოზიტიური დამოკიდებულებაა. ერთი თვის წინ სალვადორის მაცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ, რათა ბიტკოინის შესახებ მიღებული კანონი გაეპროტესტებინათ.

სახალხო წინააღმდეგობისა და აჯანყების ბლოკის ჯგუფი აცხადებდა, რომ პრეზიდენტმა, ნაიბი ბუკელემ მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანის საგადასახადო სისტემაში კრიპტოვალუტას იურიდიულ ძალას ანიჭებდა. ეს კი საზოგადოებასთან სათანადო კონსულტაციის გარეშე მოხდა.

მომიტინგეებმა ბიტკოინის არასტაბილურობა ლატარიას შეადარეს და განაცხადეს, რომ ლატარიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი მაინცაა, ხოლო კრიპტოვალუტას უკვე მთავრობის მიერ მინიჭებული იურიდიული ძალა გააჩნია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი