Gemini აზიის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს

0
1090

კრიპტო სექტორისთვის უკვე კარგადაა ქემერონ და ტეილორ უინკლევოსების მიერ შექმნილი ციფრული ვალუტის ბირჟის, Gemini-ის სახელი ცნობილი.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟა აზიის ბაზარზე შევიდა. ამჯერად, Gemini სინგაპურის ბაზარზე გამოჩნდება.

ამჯერად აღნიშნული ბაზრის მომხმარებლებს შეეძლებათ მობილური აპლიკაციების დახმარებით ოპერირება სისტემაში. მნიშვნელოვანია რომ, კლიენტებს ადგილობრივი ვალუტით ციფრული ვალუტის შეძენაც შეეძლებათ.

აღსანიშნავია რომ, ბირჟა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოების საკითხს. რამდენიმე თვის წინ ბირჟის მობილური აპლიკაციისთვის უსაფრთხოების სისტემა გამკაცრდა.

Gemini-მ უსაფრთხოების კვალიფიკაციის, SOC 1 ტიპის პირველი სერთიფიკატის მფლობელიც არის.

კომპანიის რისკის მართვის ხელმძღვანელმა, იუსუფ ჰუსეინმა განაცხადა, რომ Gemini გახდა მსოფლიოში პირველი ციფრული ვალუტის ბირჟა, რომელსაც მიენიჭა მომსახურების ორგანიზაციის კონტროლის, SOC 1 ტიპის პირველი სერთიფიკატი.

SOC 1 საფეხურის ჩაბარება ნიშნავს, რომ ბირჟის ფინანსური ოპერაციები და მომხმარებელთა ანგარიშგების კონტროლი აკმაყოფილებს სერთიფიცირებულ საზოგადო ბუღალტერთა ინსტიტუტის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

სერთიფიკატის მიღების შედეგად დადგინდა, რომ ციფრული ვალუტის ბირჟას შეუძლია შეამციროს შეცდომების ალბათობა და მონაცემების დაკარგვის რისკი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი