ჰონგ-კონგის ახალმა რეგულაციამ შესაძლოა, მომხმარებლის წვდომა ბიტკოინზე შეაფერხოს.
ჰონგ-კონგში კრიპტოვალუტის მომხრეები აცხადებენ, რომ ციფრული ვალუტის შემომავალმა რეგულაციებმა შესაძლოა, მოქალაქეებს ბიტკოინის ბანკომატების გამოყენებაში ხელი შეუშალოს.
ჰონგ-კონგის ბიტკოინის ასოციაცია მარეგულირებლებს სთხოვს, გაითვალისწინონ შემოსული კანონების გავლენა. ჰონგ-კონგის მთავრობამ განაცხადა, რომ აკრძალულია საცალო კრიპტოვალუტით ვაჭრობა, რადგან აღნიშნული ქმედება ფულის გათეთრების მაღალი რისკის შემცველ ოპრაციად მიიჩნევა.
South China Morning Post-ის თანახმად, 24 დეკემბერს, შემოთავაზებული კრიპტო რეგულაციები ასევე შეიძლება გავრცელდეს ბიტკოინით გადახდის აპარატებზე.
ნოემბერში გამოქვეყნებულ საკონსულტაციო ნაშრომში ფინანსური მომსახურებისა და სახაზინო ბიურომ გაამჟღავნა, რომ მას ასევე ჰქონდა გეგმები ბიტკოინის ბანკომატებისთვის.
CoinAtmRadar–ის მონაცემებით, ჰონგ-კონგში 62 ბიტკოინის ბანკომატია განთავსებული.
SCMP– სთან საუბრისას, ასოციაციის თანადამფუძნებელმა, ლეო ვეზიმ გაამჟღავნა, რომ შემოთავაზებული რეგულაციების მიღების წინააღმდეგია.
”საცალო ფიზიკური პირების ბიტკოინზე წვდომის შეზღუდვა ნიშნავს ინოვაციის განვითარების შეფერხებას”,-აღნიშნა ლეო ვეზიმ.