Barstool Media-ს ფონდი კრიპტოვალუტით შემოწირულობას იღებს

0
1132

დეივ პორტნოის მცირე ბიზნესის დახმარების ფონდი შემოწირულობას კრიპტოვალუტით იღებს.

Barstool Media–ს საქველმოქმედო ფონდი და დეივ პორტნოი ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტით შემოწირულობებს მცირე ბიზნესის დახმარებისთვის მიიღებს.

ფონდის ანგარიშის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენელი გულუხვობის მოწმე გახდა კრიპტო საზოგადოება.

აღნიშნული პროექტი გასულ კვირას დაიწყო და მოტივირებული იყო კოვიდ-19-ის პანდემიით დაზარებული მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და დახმარებისათვის.

ანგარიშის გამოქვეყენბიდან სულ მცირე დროში პროექტის ანგარიშზე 5,3 მილიონი ამერიკული დოლარი ირიცხებოდა, რომელიც 14 პრიორიტეტულ ბიზნეს ორგანიზაციაზე გადანაწილდა.

როგორც ცნობილი გახდა, 53,000-ზე მეტმა დონორმა განახორციელა გადარიცხვა აღნიშნულ ფონდში. აღსანიშნავია, რომ მსურველებს თანხის შეტანა და ქველმოქმედების განხორციელება წლის ბოლომდე შეეძლებათ.

ბიტკოინის გარდა, შემოწირულობა მიიღება ეთერიუმით, ლაიტკოინით, ბიტკოინ Cash-ით, Zcash-ით და ა.შ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი