ჰონგ-კონგი სტაბილკოინის კვლევას აგრძელებს

0
1060

ჰონგ-კონგი სტაბილკოინს, როგორც fintech სტრატეგიის ნაწილს ისე განიხილავს.

ჰონგ-კონგის სავალუტო ორგანომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჰონგ-კონგის ციფრული დოლარის პოტენციალს შეისწავლის, რომელსაც ცენტრალლურ ბანკი მომავალში საცალო ვაჭრობისათვის გამოიყენებს.

დოკუმენტის თანახმად, ორგანო შეეცდება პოტენციური სარგებელი დაადგინოს და მარეგულირებელი პოლიტიკის თვალსაზრისით გამართული და უსაფრთხო სისტემა შეიმუშაოს.

ჰონგ-კონგის ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკოინის კვლევა 2017 წლიდან დაიწყო. შარშან კი, 2020 წლის დასაწყისში ბანკმა შვიდთვიანი თანამშრომლობის პროგრამა ტაილანდის ბანკთან წამოიწყო. ცენტრალური ბანკების პროექტი სტაბილკოინის ტრანსსასაზღვრო პოტენციალს შეეხებოდა.

ამასთანავე, აპრილში ჩინეთმა ჰონგ-კონგთან ერთად ციფრული იუანის ტესტირება დაასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც 2020 წლის აპრილში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა სტაბილკოინის ტესტირება დაიწყო ცენტრალური ბანკი აქტიურად ცდილობდა ციფრული იუანის დატესტვას საკუთარი იურისდიქციის მიღმა.

ინიციატივა მალე გარდაიქმნა გამოცდილებად, რომელიც სხვა ქვეყნებმა გამოიყენეს თავიანთი კვლევებისათვის. ასე მაგალითად: 2021 წლის თებერვალში არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკისა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის სტაბილკოინთან დაკავშირებით თანამშრომლობა შედგა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი