ანალიტიკოსები: რუსეთი კრიპტოვალუტის გამოყენებით სანქციებს ვერ აირიდებს

0
766

კრიპტოვალუტის პოლიტიკის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული შეშფოთება, თითქოს რუსეთი ციფრული ვალუტის დახმარებით შეძლებს მძიმე ეკონომიკური სანქციების თავიდან არიდებას სრულიად უსაფუძვლოა.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კრიპტო ბაზარი არცისე დიდია, რომ იმ მოცულობის ზარალის აღმოფხვრა შეძლოს, რაც რუსეთს მიადგება.

ამასთანავე, რუსეთში ციფრული ვალუტების ინფრასტრუქტურა არცთუ ისე მასშტაბურია.

შეშფოთება თვით აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და ევროპის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის რუსეთი უკვე მოწყვეტილია SWIFT-ის ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების სისტემას.

ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში რუსულ ბანკებთან დაკავშირებულ ბიზნესებს აეკრძალათ საქმიანობა.

ამასთანავე, აშშ-ში კრიპტოვალუტის პოლიტიკის ანალიტიკოსმა, Blockchain ასოციაციის პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯეიკ ჩერვინსკიმ, ცოტა ხნის წინ, Twitter-ზე ვრცლად დაპოსტა იმის შესახებ, თუ როგორ არ შეუძლია და ვერ გამოიყენებს რუსეთი კრიპტოვალუტას სანქციების თავიდან ასაცილებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი