ჰესტერ პირსი მარეგულირებელს აკრიტიკებს

0
1001

ჰესტერ პირსმა, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია გააკრიტიკა. მისი კრიტიკა Poloniex-ის 10 მილიონი დოლარის გადასახადს ეხებოდა.

მარეგულირებელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა 10 მილიონიანი ანგარიშსწორების შესახებ. Poloniex-ს კი ბრალი ედება არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ხელშეწყობაში 2017 წლის ივლისიდან 2019 წლის ნოემბრამდე.

მარეგულირებლის თქმით, Poloniex–ის თანამშრომლებს სურდათ კომისიის გვერდის ავლით ემოქმედათ.

ამავე დღეს, პირსმა გააკრიტიკა მარეგულირებლის ქმედებები საჯარო განცხადებაში და ხაზი გაუსვა გაუმჭვირვალე მარეგულირებელ სისტემას, რომელზე დაყრდნობითაც კრიპტო კომპანიები შტატების ტერიტორიაზე მოქმედებენ.

მან ხაზი გაუსვა რამდენიმე მარეგულირებელ საკითხს. ამ საკითხებს შორის ძირითადია ციფრული ვალუტის ბიზნესი, მათ შორის როგორ უნდა დადგინდეს, არის თუ არა აქტივი ფასიანი ქაღალდი და რა ლიცენზიები და გამონაკლისები არის საჭირო კრიპტოვალუტის ბირჟის მუშაობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჰესტერ პირსი მკაფიო მარეგულირებელი სისტემის არსებობის მომხრეა. თავის განცხადებებში ის ხშირად აღნიშნავდა, რომ კრიპტო ინდუსტრია კანონის დარღვევის შიშის გარეშე უნდა განვითარებულიყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი