Square-ი ბიტკოინის მოპოვებას განახლებადი ენერგიით აპირებს

0
1201

Square-ის მობილური გადასახადების კომპანია 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას მზის ენერგიით მოპოვებული ბიტკოინის მაინინგის ბიზნესში დააბანდებს.

”ჩვენ ერთად ვგეგმავთ საზოგადოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას პროექტის ეკონომიკისა და ცოდნის გაზიარებით, რომელიც მივიღეთ განახლებადი ენერგიით მომუშავე ბიტკოინის მაინინგის მშენებლობის შედეგად. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავამტკიცებთ შესაძლებლობას თუ როგორ შეუძლია ბიტკოინს მაინინგის პროცესს განახლებადი ენერგიიდან ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადასვლა“,- განაცხადა Square-ის წარმომადგენელმა.

პროექტის სტატუსის შესახებ რეგულარული ანგარიშების წარდგენის გარდა, ახალ ინიციატივაში ასევე შევა ე.წ. საზოგადოების მუშაობის დაფა, სადაც ყველას შეუძლია მოიპოვოს მაინინგის ობიექტის აღრიცხვის მონაცემები.

ბიტკოინის მოპოვება მედიის განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც Tesla–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ეკოლოგიური პრობლემების გამო გადაწყვიტა ბიტკოინით გადახდების მიღების შეწყვეტა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კრიპტოვალუტის ერთ-ერთი პირველი ბირჟის დამფუძნებელმა, ნიკ სპანოსმა ილონ მასკი გააკრიტიკა და მას ფარისეველი უწოდა იმის გამო, რომ “ტესლას” ბალანსზე 1.5 მილიარდი დოლარი რჩება, მასკი კი “ტვიტერზე” ბიტკოინის მხრიდან ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებასა და მის გარემოზე ზემოქმედებას აკრიტიკებს.

ნიკ სპანოსის მიერ წამოჭრილი მოსაზრება იყო, რომ, თუ ილონ მასკი ნამდვილად შეშფოთებული იყო გარემოთი, ის ეკოლოგიურად სუფთა მანქანების სანაცვლოდ “ბინძური” მონეტებით ვაჭრობას არ დაუშვებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი